ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა, რომელიც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით გუშინ დააკავეს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს
და დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" მისმა ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა უთხრა. მისი ინფორმაციით, გულორდავას ბრალს დღეს ან ხვალ წაუყენებენ.
„როდესაც ბრალი წარედგინება, გამოიკვეთება საქმის დეტალები და შემდეგ გვექნება სრულყოფილი პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოკითხულა და დუმილის უფლებას იყენებს, ჩემთან საუბარში თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და არ აღიარებს ქრთამის აღებას", - თქვა გვიშიანმა.
ქრთამის აღების ბრალდებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ასევე ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დააკავა. ყოფილ მაღალჩინოსნებს, სუს-ი მოქალაქისგან 21 500 ამერიკული დოლარი აღებას ედავება.
ამავე თემაზე:ადვოკატი: ლაშა გოგია საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებს
მასალის გამოყენების პირობები