ქალაქ ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ცენტრალურ ქუჩებზე აბონენტებს დენის მიწოდება, დაახლოებით, 15 წუთის წინ შეუწყდათ. "ენერგო-პრო ჯორჯიაში" რადიო
„ათინათს“ უთხრეს,
რომ ელექტროენერგია უსაფრთხოების მიზნით გათიშეს, რადგან ძლიერი ქარის გამო სოფლებს დენის მიწოდება ავარიულად შეწყდა და ახლა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგია ქალაქს, დაახლოებით, ერთ საათში აღუდგება.
ამავე თემაზე:
ძლიერი ქარის გამო ზუგდიდის სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება
მასალის გამოყენების პირობები