ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში ერთ-ერთ სკვერს, რომელიც თამაზ ჟორჟოლიანის სახლის მიმდებარედ მდებარეობს, მისი სახელი მიენიჭება.
წინადადების მიზანშეწონილობას მხარი საკრებულომ დღეს ერთხმად დაუჭირა.
2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამაზ ჟორჟოლიანი ავტოავარიის შედეგად საკრებულოს პირველ სხდომამდე დაიღუპა. ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
მასალის გამოყენების პირობები