სოხუმში ე.წ. ომბუდსმენის ოფისი გაიხსნა
სოხუმში სახალხო დამცველის ოფისი გაიხსნა. ის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული. ოფისს ასიდა შაკრილი უხელმძღვანელებს. სულ აპარატში 5 თანამშრომელია, წერს „აბხაზია ინფორმი“.
ოფისის გახსნის ცერემონიას დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჩია, მოსამართლეები, დეპუტატები, „საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები დაესწრნენ“, წერს გამოცემა.
ამავე ინფორმაციით, პირველი სახალხო დამცველი 2016 წელს აირჩიეს, თუმცა, იურისტმა დიმიტრი მარშანმა, 2017 წელს ვერ შეძლო მოვალეობების შესრულება და უფლებადამცველის აპარატის ჩამოყალიბება, "რადგან რესპუბლიკურ ბიუჯეტში ამისთვის საკმარისი თანხები ვერ მოიძიეს".
მასალის გამოყენების პირობები