ახალი ამბები
მეორე შანსი ქალისთვის- ფორუმ-თეატრის წარმოდგენა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალჩამოყალიბებულმა ფორუმ-თეატრმა წარმოდგენა გამართა, რომლის სიუჟეტის თანახმად, ქმარს გაცილებულ ქალს მის შვილთან პრობლემები აქვს. წარმოდგენა, რომელიც რეალურ ამბავზე იყო დაფუძნებული და ზუგდიდელმა ქალებმა განასახიერეს, ინტერაქტიული იყო. შეკრებილებმა პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვების შესახებ ისაუბრეს.

alt

ღონისძიების ორგანიზატორის ციცინო შენგელიას თქმით, წარმოდგენის მთავარი მიზანი ქალისთვის მეორე შანსისა და ცხოვრების ხელახლა დაწყების შესაძლებლობის აუცილებლობაა. წარმოდგენაში ასევე ნაჩვენები იყო, რამდენად ხშირად კიცხავს და აქილიკებს საზოგადოება ასეთ ქალებს.



„მთავარი აზრია ის, რომ სიუჟეტი რომელსაც ადამიანები თამაშობენ წმინდა ადამიანური შეგრძნებებიდან გამომდინარე კონკრეტული ადამიანის გამოცდილებას... ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ აქვთ გამოცდილება და სათქმელი საზოგადოებისთვის, რომელიც დღეს თამამად უთხრეს მათ. რაც შეეხება მესიჯს, საზოგადოებისგან ამ ქალმა მიიღო მესიჯი, რომ სჭირდება გაძლიერება საკუთარ გადაწყვეტილებაში, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, თვითონ წარმართოს და იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე“, - თქვა თქვა „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.

ზუგდიდში ფორუმ-თეატრის ახლახან ჩამოყალიბდა და დასი წარმოდგენებს მომავალშიც გამართავს. ღონისძიება საერთაშორისო პროექტ „არენას“ ფარგლებში ტარდება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.