TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის მმართველი გეგა შენგელია, შესაძლოა, ზუგდიდის ვიცე-მერად დაინიშნოს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელიამ რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ
ამ ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.
"კანდიდატურასთან დაკავშირებით ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ", - თქვა შენგელიამ.
გეგა შენგელია გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებოდა, სადაც შს მინისტრი გიორგი გახარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
შეხვედრას მართავდა.
ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პირველ ნოემბერს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გულორდავა ბრალს არ აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები