მაიზერ ნანავა: გეგა შენგელია ვიცე-მერად თავისი გამოცდილების გამო შევარჩიე (ვიდეო)
14:40 / 07.11.2018
ზუგდიდის ახალი ვიცე-მერი მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ თანამშრომლებს წარუდგინა. მისი თქმით, შენგელიას საფინანსო სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, რაც ზუგდიდის
მუნიციპალიტეტს გამოადგება. ნანავას ინფორმაციით, შენგელია კურატორობას საფინანსო-საბიუჯეტო, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურულ და შესყიდვების სამსახურს გაუწევს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ნანავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შენგელია მის მიერ შერჩეული კადრია.
„ის ღირსეული კადრია, თავისი გამოცდილებით, კერძო სექტორში მუშაობით, ამიტომაც შევაჩერე ამ კანდიდატზე არჩევანი და დავნიშნე მოადგილედ“, - თქვა ნანავამ.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ მაისის შუალედურ არჩევნებამდე მერის მოვალეობას თავად შეასრულებს.
ვიცე-მერის წარდგენას მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარეც დაესწრო. მან შენგელიას პოსტზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.
„მიუხედავად იმისა, რომ მას საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება საბანკო საქმეში და ფინანსური მიმართულებით გამოადგება მუნიციპალიტეტს, მათ შორის, ჩვენი ბიუჯეტის ოპტიმიზაციის კუთხით“, - აღნიშნა წოწერიამ.
გეგა შენგელია ვიცე-მერის თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები