სენაკის მერს ლევან კუპრეიშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მან ამ თანამდებობაზე მისი მოგვარე კახაბერ კუპრეიშვილი დანიშნა. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერსა და ახალ მოადგილეს
შორის ნათესაური კავშირი არ არის ისინი მხოლოდ მოგვარეები არიან.
რაც შეეხება მერის მეორე მოადგილის პოსტს, მას გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან არავინ იკავებდა. ამ დრომდე ლევან კუპრეიშვილს მხოლოდ ერთი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ჰყავდა.
მასალის გამოყენების პირობები