სამართალდამცავებმა ფოთში ქურდობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე
საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც 25 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავე დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს, ნაქურდალი ოქროს ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მასალის გამოყენების პირობები