მერაბ ქვარაია: დადასტურდა, რომ „ევროპელები“ და „ნაციონალები“ ერთნი არიან (ვიდეო)
12:59 / 10.11.2018
ირაკლი ღურწკაიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვების ფაქტს გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში. ჟურნალისტებთან კომენტარი ქალაქის მაჟორიტარმა
დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ გააკეთა. მისი მტკიცებით, მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა და ღურწკაიას მიერ პარტიის დატოვება მათთვის მოულოდნელი არ არის.
„დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართელო“ ერთი ორგანიზიაციაა და ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ტოვებენ "ნაციონალების" რიგებს და ემიჯნებიან წარსულს, რომელიც შავ ლაქასთან და სიბნელესთანაა დაკავშირებული. ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, მათ უნდა ეძებონ საკუთარ მიდგომებში და გადაწყვეტილებებში ამის მიზეზები. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ემიჯნებიან მათ პოლიტიკას“, - უთხრა მმართველი პარტიის შტაბში ქვარაიამ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება პარლამენტის წევრის ლელა ქებურიას განცხადებას, რომ ირაკლი ღურწკაიას შს მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა, „ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, რომ ეს შეხვედრა არ ყოფილა და ისინი მსგავსი მეთოდებით არ მუშაობენ.
ქებურიას ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოს წევრ ირაკლი ღურწკაიაზე მმართველი პარტია ზეწოლას ახდენს. ქებურიას ინფორმაციით, მათი პარტიის წევრს გიორგი გახარიაც შეხვდა. მისი მტკიცებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ღურწკაიას გადასაბირებლად, ე.წ. ძველი ბიჭების მეშვეობით, სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავენ.
"ევროპული საქართველოდან" ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. ღურწკაია ამბობს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო. ღურწკაია პარტიის დატოვების მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები