აფხაზეთი ამერიკულ ნუმიზმატურ კატალოგში აღიარებულ რესპუბლიკად მოიხსენიეს
დე ფაქტო აფხაზეთის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მონეტების ფოტოები ამერიკული გამოცემა "Krause"-ის კატალოგში მოხვდა, წერს „აიაირა“. ბანკის წარმომადგენლის ლიანა აგრბას
თქმით, აფხაზური მონეტები გამოცემის სტანდარტული კატალოგის და არა სხვა კატალოგის ფურცლებზე მოხვდა, სადაც ჩვეულებრივ, არაღიარებული ქვეყნების შესახებ ინფორმაციას ათავსებენ.
კოლექციონერებისთვის განკუთვნილ მსოფლიო მონეტების კატალოგში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რესპუბლიკად არის მოხსენიებული, ხოლო რუკაზე, რომელიც ასევე "Krause"-ის ფურცლებზე დაიბეჭდა, ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიისგან გამოყოფილია.
მასალის გამოყენების პირობები