გამსახურდიას გამზირზე პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომობილი მსუბუქ მანქანას დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ავტომობილმა "ზებრა" გადასასვლელზე ქვეითს
გზა დაუთმო, რა დროსაც მას მერსედესის მარკის მანქანა დაეჯახა, ხოლო ამ უკანასკნელს - პიკაპის ტიპის პოლიციის ავტომობილი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. სამივე ავტომანქანას მცირე დაზიანებები აქვს. აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა.
შს სამინისტროში რადიო
"ათინათს" მხოლოდ ის უთხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო პოლიციის ინსპექტორი, რომელიც პიკაპს მართავდა, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
მასალის გამოყენების პირობები