შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 49 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები