რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხვალ, 21 ნოემბერს სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. "აფსნიპრესის" ინფორმაციით, შეხვედრა სოჭში, ხაჯიმბას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.
ამავე ცნობით, ხაჯიმბა და პუტინი ორმხრივი თანამშრომლობისა და ე.წ. აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განვითარების საკითხებს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები