"საქართველო ოკუპირებულია და ჩვენი ტერიტორიებიდან კვლავ იტაცებენ ადამიანებს", - სტრასბურგში მსოფლიო დემოკრატიის ფორუმზე ეს განცხადება
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელებმა გააკეთეს. გარდა ამისა, მათ ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში პლაკატები გაშალეს წარწერებით " აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა ", "საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ", "STOP RUSSIA" და სხვა.
პოლიტიკური სკოლის მსმენელების ინფორმაციით, განცხადებას ოვაციები მოჰყვა დარბაზში, სადაც ევროსაბჭოს ქვეყნების დელაგაციების წევრები იმყოფებიან. ფორუმი ყოველწლიურად იმართება, წელს მთავარი თემა გენდერული თანასწორობა იყო.
მასალის გამოყენების პირობები