რუსეთის ფედერაციის და დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტებმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე „ორმხრივი თანამშრომლობისა და აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განვითარების
საკითხები განიხილეს“, წერს "აფსნიპრესი".
ვლადიმიტ პუტინმა რაულ ხაჯიმბას „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ დღესთან დაკავშირებით აგვისტოში გამართული შეხვედრა გაახსენა და აღნიშნა, რომ „რუსეთ - აფხაზეთის ურთიერთობები განსაკუთრებულ, სტრატეგიულ, სამეკავშირეო“ ხასიათს ატარებს.
მისი თქმით, „ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება მცირე ტემპებით: გასულ წელს 5% იყო, ხოლო ამ წლის პირველი 9-10 თვის განმავლობაში კი 2%“, საჭიროა აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების დაჩქარება, რასაც დამატებითი ძალისხმევა სჭირდება“, - აღნიშნა მან.
რაულ ხაჯიმბას თქმით მიმდინარე წელს 94 - ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა, რაც სოხუმსა და მოსკოვს შორის ინტენსიურ ურთიერთობებზე მეტყველებს“ .
შეხვედრა 21 ნოემბერს, სოჭში, ხაჯიმბას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები