"აფხაზეთის ეროვნული ბანკი" სამახსოვრო მონეტებს: „აფხაზთა ასეული“ და „ნესტორ ლაკობა“ გამოუშვებს. „აფხაზთა ასეული“ პირველი მსოფლიო ომის ასი წლისთავს და მასში მონაწილე აფხაზ
მეომრებს ეძღვნება. 925 სინჯის ვერცხლის მონეტის ნომინალი 100 აფსარია, ტირაჟი - 100 ცალი. მეორე კი, რომელიც „აფხაზ სახელმწიფო მოღვაწეს“ ნესტორ ლაკობას ეძღვნება, 925 სინჯის ვერცხლისგან დამზადდება, ნომინალით - 10 აფსარი და ტირაჟით - 300 ცალი, წერს გამოცემა „აფსნი ლაიფი“.
მონეტები აფხაზი მხატვრის ბატალ ჯოპუას ესკიზების მიხედვით არის შესრულებული.
მასალის გამოყენების პირობები