ზუგდიდში წუხელ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,თუმცა ის რეანიმაციაში რჩება.
მედიკოსების ინფორმაციით, მას ჭრილობა ორივე ქვედა კიდურზე აღენიშნება.
"ჭრილობების დამუშავება მოხდა წუხელ. პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში რჩება, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება", - ამბობენ ექიმები.
ზუგდიდში წუხელ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში, სავარაუდოდ, გზდ-ის ყოფილი უფროსი დაჭრეს
მასალის გამოყენების პირობები