მეოთხე სკოლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
მათივე თქმით, ავარიის გამო მოძრაობა, დაახლოებით, ერთი საათით შეფერხებული იყო. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავამდყოფოშია გადაყვანილი.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევები უტარდება.
შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები