ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ამომრჩევლების რაოდენობა მეორე ტურისთვის გაზრდილია. მისივე ცნობით, მეორე ტურისთვის
120 616 ამომრჩეველი დარეგისტრირდა, რაც წინა ტურთან შედარებით 228-ით მეტია.
„გაიარეს რეგისტრაცია თავიდან, ასევე, ზოგიერთი მოქალაქე სრულწლოვანი გახდა და ამ გარემოებამ განაპირობა რიცხვის გაზრდა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მესხმა.
მისივე თქმით, ყველა უბანი ხვალ კენჭისყრის ჩასატარებლად მზადაა.
ხვალ, 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები