12 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ხმა 20 310-მა ამომრჩეველმა მისცა
თორმეტი საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 20 ათას 310 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 16, 81% შეადგენს.
საოლქო კომისის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, პირველ ტურში ამ დროისთვის საკუთარი პოზიცია 18 ათას 148 მოქალაქეს ჰქონდა გამოხატული.
რაც შეეხება საჩივრებს, მესხი ამბობს, რომ 12 საათის მონაცემებით, რვა საჩივარია დაწერილი, რაც პროცედურულ დარღვევებს ეხება.
ზუგდიდში 107 საარჩევნო უბანია გახსნილი, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა კი 120 844-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები