მე-20 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე: არ ვიცი, ვინ მოიპარა სია (ვიდეო)
00:10 / 29.11.2018
ზუგდიდის მეოცე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის სალომე წულაიას თქმით, მან არ იცის, ვინ აიღო სამაგიდო სია. მისივე თქმით, სია გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. „საქმის კურსში ნამდვილად არ
ვარ, ვინ მოიპარა სია, თუმცა არცერთ ამომრჩეველს შეფერხება არ ჰქონია“, - თქვა წულაიამ.
რაც შეეხება ჟურნალისტების უბანზე არშეშვების ფაქტს, წულაიამ ამასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის ლაშა გვასალიას თქმით კი, სია ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოიპარეს და ისინი კომისიის წევრებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
აღნიშნულ უბანზე 304 ხმით 281-ის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები