მეხუთე კლასის ახალ სახელმძღვანელოში „ჩვენი საქართველო“ წერია, რომ ენგურჰესი სვანეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. „საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სწორედ სვანეთის ტერიტორიაზე,
მდინარე ენგურზე მდებარეობს. ენგურჰესის კაშხალის სიმაღლე 271 მეტრია“, - აღნიშნულია წიგნში.
შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ ჯულიეტა როგავამ გამოაქვეყნა. ფეისბუქის მომხმარებელი უკამყოფილებას გამოთქვამს და წერს:
„ეს მეხუთე კლასის სახელმძღვანელოში წერია, ასე ასწავლიან ბავშვებს საქართველოს ისტორიას. იქნებ გულდასმით წაიკითხოთ და გულიანი რეაგირება მისცეთ ამ ფაქტს“.
აღნიშნულით უკამყოფილებას გამოხატავენ სხვა მოქალაქეებიც, რომლებიც წერენ, რომ შეცდომაზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო.
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, აგრეგატები კი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოშია განთავსებული.
რადიო
„ათინათი“ საკითხზე განათლების სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები