სამეგრელოში დღეს მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზუგდიდში ქარის სიმძლავრე 17-22 მ/წმ,
რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ნაწილში კი უფრო ძლიერი ქარი იქნება.
„ფოთსა და ჩხოროწყუში, სადაც უფრო ძლიერი ქარი იცის ხოლმე, 30-32 მ/წმ შეგვიძლია ვივარაუდოთ, დღის განმავლობაში დროგამოშვებით გაძლიერდება. საღამოს კი ჩადგება“, - აღნიშნეს სააგენტოში.
ამავე ცნობით, დღეს საღამოდან სამეგრელოში იწვიმებს, გამოდარებას კი სინოპტიკოსები 2 დეკემბრიდან ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები