ახალი ამბები
დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა, მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაშია მოთავსებული და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს გაუარესდა და ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან მისი ქუთაისში გადაყვანა გახდა საჭირო.

კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იმ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერძაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

„ყველაფერი ეს იყო წინაპირობა, ამ ნერვიულობას უკავშირდება და ალბათ, ამითაა გამოწვეული. დიაგნოზს ექიმი დასვამს, მაგრამ ფაქტია, რომ თავის ტვინშია გაჟონვა“, - თქვა შენგელიამ.

ის დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დეტალურად ახსნა, რატომ მიიჩნევდა განათლების სამინისტროს გენინსპექციის შესვლას მეექვსე სკოლაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებად.

"გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და მოვლენების განვითარების დინამიკა (8-ში ანონიმური წერილი, იმავე დღეს მინისტრის ბრძანება და მეორე დღეს უკვე ზემოთ აღწერილი მოვლენების დაწყება) გვაძლევს მაღალი ალბათობით ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ეს ,,რეიდი’’ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტი, რომელიც მიმართულია რეგიონის სკოლების და მათი დირექტორების დასაშინებლად, მათთვის ,,ჭკუის სასაწავლებლად’’ და მესიჯად, რომ ასე მოუვა ყველას ვინც ოცნებასთან არ არის", - წერდა შენგელია.

ამის შემდეგ ჩვენ თავად ია კერზაიას დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ ინსპექტორების სკოლაში შესვლიდან რამდენიმე დღეში მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან მისულიყო და მიეცა პირობა, რომ არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავებდა, თუმცა კერძაიამ კონკრეტული პირის დასახელებისგან თავი შეიკავა.

„არ ვარ აქტივისტი, ღიად არავის ვუჭერ მხარს და ჩემს მასწავლებლებს არ ვავალებ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს, ან რა უფლება მაქვს. ჩემთან შემოვიდა ზარი და მე უნდა მეპოვა მაღალჩინოსანი, რომელიც მიიღებდა გარანტიას, რომ მე ვუჭერდი მხარს და ვიმუშავებდი მათთვის“, - თქვა სკოლის დირექტორმა მაშინ.

ია კერზაიამ რამდენიმე დღის წინ ასევე გვითხრა, რომ რომ სასწავლო დაწესებულებაში ინსპექტირება დასრულებულია და სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო შესაბამისი წერილი, რომლის მიხედვით, სკოლის დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს და ასევე აღმოიფხვრას აღმოჩენილი ხარვეზები.

მოგვიანებით, განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ, მათი ინფორმაციით, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები.

ამავე თემაზე:

სამინისტრო: ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ფინანსური და ადმინისტრაციული დარღვევები გამოვლინდა

დირექტორი მეექვსე სკოლაში გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.