სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზად არის, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმე შეისწავლოს. ლომჯარიას ინფორმაციით,
ომბუდსმენის ოფისმა მიიღო აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია.
„ჩვენ დავუკავშირდით მას და ასევე გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ქალბატონთან. სამწუხაროდ, მაშინ უარი განგვიცხადა თანამშრომლობაზე, თუმცა, თუ არსებობს დღემდე ეს სურვილი, მზად ვართ, რომ დავიწყოთ ამ საქმის შესწავლა“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ სახალხო დამცველს ფეისბუქის საკუთარი გვერდიდანაც მიმართა და საქმით დაინტერესება სთხოვა.
ია კერზაია ამჟამად ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
ამავე თემაზე:
დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა, მართვით სუნთქვაზეა
მასალის გამოყენების პირობები