ახალი ამბები
მშობელი: სკოლის ავტობუსი არჩევნების მეორე დღეს მოხსნეს
სამარშრუტო ტაქსი, რომელიც კრილოვის ქუჩიდან მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ემსახურებოდა და ბავშვები მესამე სკოლაში გადაჰყავდა, აღარ მოძრაობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მოსწავლის ერთ-ერთმა მშობელმა ივეტა ჩაგინავამ უთხრა. მისი თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საკრებულოს წევრის "ქართული ოცნებიდან" თაზო ფაცაციას ინიციატივით, მიკროავტობუსი დაინიშნა, თუმცა, არჩევნების მერე ტრანსპორტმა მოძრაობა შეწყვიტა..

„მძღოლმა გვითხრა, რომ ტალონი აღარ მომცეს და ვეღარ ვატარებ ბავშვებსო. მიჰყავდათ სკოლაში დილით და მოჰყავდათ უკან“, - თქვა ჩაგინავამ.

სკოლის დირექტორი ზურაბ კუპრეიშვილი ამბობს, რომ გასული კვირის განმავლობაში, პარასკევამდე სამარშუტო ტრანსპორტის ნამდვილად დაჰყავდა მოსწავლეები სკოლაში, თუმცა მისთვის უცნობია, რატომ შეწყდა ეს პროცესი.

"მე ჩემი წარმომადგენელი გავაგზავნე, რომ გაიგოს, რაშია საქმე. ძალიან გამიხარდება, თუ დამეხმარებიან, ბავშვებს უჭირთ ამ მანძილზე სკოლაში მოსვლა", - გვითხრა კუპრეიშვილმა.

მძღოლი მურთაზ ტუფურია ამბობს, რომ მას მართლაც დაჰყავდა სამარშუტო ტრანსპორტით მოსწავლეები, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში.

"მოგვცეს ტალონი და დაგვყავდა ჩვენ ბავშვები, თუმცა მანქანა გამიფუჭდა და უახლოეს დღეებში, როგორც კი გავაკეთებ, ისევ ვატარებ ბავშვებს", - გვითხრა ტუფურიამ.

მოგვიანებით, რადიო „ათინათს“ მეორე მძღოლი თეიმურაზ ტუფურია თავად დაუკავშირდა და უთხრა, რომ მერიიდან დახმარება სთხოვეს და 20 ლიტრამდე ბენზინი ჩაუსხეს. ტუფურიამ ასევე გვითხრა, რომ ბავშვების გადაყვანას არაუგვიანეს ზეგ დილიდან განაახლებს.

თავის მხრივ, ზუგდიდის საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია ამბობს, რომ აღნიშნული ხაზი კერძო პირებისაა.  ფაცაცია უარყოფს იმას, რომ მან ტალონი მისცა მძღოლს და ამბობს, რომ აღნიშნული ტრანსპორტი არამხოლოდ ბავშვებს, არამედ მოსახლეობასაც ემსახურება. რაც შეეხება სკოლისთვის ტრანსპორტის გამოყოფას, თაზო ფაცაციამ გვითხრა, რომ მერიაში შუამდგომლობით უკვე შევიდა.

„მერია იმუშავებს იმაზე, რომ სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდეს ტრანსპორტი. შეიძლება, და ალბათ, ამ ტრანსპორტით ბავშვები დადიონდნენ, თუმცა სპეციალურად მათთვის არ იყო გამოყოფილი. მუნიციპალიტეტეს ამის ვალდებულება არ აქვს, თუმცა, თუ კანონმა მოგვცა ამის საშუალება, გამოიჩენს მერია კეთილ ნებას“, - გვითხრა ფაცაციამ.

მეათე საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოების გამო მოსწავლეები მესამე სკოლაში გადიან სასწავლო პროცესს. მშობლების თქმით, მათ მერიაში სკოლისთვის ტრანსპორტის გამოყოფის თხოვნით განცხადება ჰქონდათ შეტანილი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.