ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე, დღეს საღამოს 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სახლის დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილის სიძემ აღმოაჩინა. გარდაცვლილის დისშვილის თქმით,
ოჯახს მასთან კონტაქტი პარასკევის შემდეგ არ ჰქონია. თავად კი, სახლში მარტო ცხოვრობდა.
"შაბათს ვურეკავდით, მაგრამ არ გვიპასუხა. დღეს ასეთი სურათი დაგვხვდა. არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ თავი მოეკლა. მე როგორც ვიცი, ამავე ადგილას ნაპოვნია სისხლიანი გრაფინი და სავარაუდოდ, თავის ქალა აქვს დაზიანებული. თვითმკვლელობას ვერ დავადასტურებთ, არაფერი ვიცით, ჩვენც გაურკვევლობაში ვართ. ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს", - უთხრა რადიო "ათინათს" გარდაცვლილის დისშვილმა.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილზე კრიმინალური პოლიცია ამ წუთებშიც მუშაობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დანაშაულს კვალიფიკაცია, ჯერჯერობით, არ აქვს მინიჭებული.
მასალის გამოყენების პირობები