ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური დაფა და გამოფენა სახელწოდებით "ფოთის თვითმმართველობა და ნიკო ნიკოლაძე" და "ფოთის ნავსადგური 160" გაიხსნა.
კოშკში განთავსებულია მექანიკური საათი, რომელიც 1870 წელს ნიკოლაძემ პარიზიდან ჩამოიტანა. გარდა ამისა, დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა გაეცნოს უნიკალურ ფოტო მასალას, ნიკო ნიკოლაძის ოჯახის წევრთა და ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელთა პორტრეტებს.
დიდი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და ფოთის ქალაქის თავი ნიკო ნიკოლაძე ისტორიულ კოშკში 1894-1912 წლებში ცხოვრობდა. კოშკის რეკონსტრუქცია ნიკო ნიკოლაძის სახელთანაადაკავშირებული. 1896 წელს ნიკოლაძემ ციხე-კოშკს კიდევ 2 სართული დააშენა.
მასალის გამოყენების პირობები