თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად მისმა მეგობრებმა და მხარდამჭერებმა სიმბოლურად საკანი დადგეს და ღამეც იქ გაათიეს. სამოქალაქო აქტივისტის
როსტომ ზარანდიას თქმით, ისინი აქ მანამ დარჩებიან, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება და ბაძაღუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.
"ჯერჯერობით, არ შევხვედრივართ არავის. დავიწყებთ ორგანიზებას იმის, რომ დავდგათ კარვებიც, რადგან ვაპირებთ აქ კიდევ ღამეების გათევას. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - გათავისუფლდეს გუკა", - გვითხრა ზარანდიამ.
გუკა ბაძაღუას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ოქტომბერში შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე ზუგდიდში აქტივისტებმა დაინტერესება გიორგი გახარაიასაც სთხოვეს.
ამავე თემაზე:
საკანი კანცელარიასთან - გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა
მასალის გამოყენების პირობები