დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციას დაავალა გამოყოს მიწის ნაკვეთი საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციისთვის.
ეს საკითხი ორი კვირის განმავლობაში უნდა გადაწყდეს, წერს „აბხაზია ინფორმი“. ხარჯებს ახალი პოლიგონის მოსაწყობად „რესპუბლიკური ბიუჯეტი“ დაფარავს.
"თუ გამოვა, შესაძლოა მოეწყოს ერთი საერთო ნაგავსაყრელი სოხუმისა და გულრიფში რაიონისთვის. ჩვენ გვაქვს ნაგავსაყრელი, მაგრამ ის არ აკმაყოფილებს ყველა ნორმას. თუ სახელმწიფო ჩვენს რაიონში გააკეთებს ახალ პოლიგონს, შესაძლოა, ჩვენი ნაგავსაყრელიც იქ გადავიტანოთ", – აღნიშნა გულირიფშის რაიონის ხელმძღვანელმა ასლან ბარათელიამ.
უფრო ადრე, მაიაკის მცხოვრებლებმა, სოხუმის № 12 სკოლიდან 300 მეტრში მდებარე ნაგავსაყრელი გაუქმების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. ის ორ დღეს გაგრძელდა. შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელმაც სოხუმში მყარი ნარჩენების პრობლემა უნდა გადაიჭრას. ამის შემდეგაც აქციის მონაწილეები დაიშალნენ.
მასალის გამოყენების პირობები