გრაფიკულმა დიზაინერმა თეიმურაზ ალექსანდერ გოგილიძემ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის, სოფლისა და რეგიონის დასახელების თემატური და სახალისო
ილუსტრაციები შექმნა. მათ შორისაა ანაკლია, ფოთი და სამეგრელოც.
„ანაკლიაზე ასეთი ილუსტრაცია იმიტომ გავაკეთე, რომ მუსიკალური ფესტივალები იმართება ხოლმე ზაფხულობით, ფოთზე კი იქიდან გამომდინარე, რომ საპორტო ქალაქია“, - უთხრა რადიო „
ათინათს“ გოგილიძემ.
გრაფიკული დიზაინერი ამბობს, რომ ამ საქმით ორწელიწადნახევრის წინ დაინტერესდა და ნელ-ნელა განავითარა.
„თავიდან თემატურობის გარეშე.თითო-თითოდ ვაკეთებდი, წელს კი გადავედი ასეთ თემატურ და კრებით ნამუშევრებზე. მსიამოვნებს ამის კეთება, თან ცოტა იუმორსაც ვატან“, - გვითხრა გოგილიძემ.
როგორც ამბობს, ამ ყველაფერთან ერთად ისიც საინტერესოა, როგორ ხედავენ და აფასებენ მის ნამუშევრებს გარშემომყოფები.
მასალის გამოყენების პირობები