ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე არსებული აფთიაქი „ნეოფარმი“ დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ ერთი ნიღბიანი პირი აფთიაქში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა. ამავე ცნობით, წაღებულია,
დაახლოებით, 250 ლარი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები