ტყვარჩელში ნადირობისას ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის ფაქტზე გაბრიელ პარტაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
უბედური შემთხვევის შესახებ ტყვარჩელის რაიონულ საავადმყოფოში შეტყობინება 5 დეკებერს შევიდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავების ჯგუფმა დაადგინა, რომ 1978 წელს დაბადებულ გაბრიელ პერტაიას ცეცხლსასროლი იარაღი დაუდევრობის გამო გაუვარდა და ტყვია სოხუმის მკვიდრს, 1996 წელს დაბადებულ რუსლან კვიცინიას თეძოს არეში მოხვდა. რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანამდე რუსლან კვიცინია დიდი რაოდენობით სისიხლის დაკარგვის გამო გარდაიცვალა.
გაბრიელ პერტაია დაკავებულია, ამოღებულია 16 კალიბრიანი სანადირო თოფი. სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აღიძრა.
მანამდე აფხაზურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად,რუსლან კვიცინიას საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა.
ამავე თემაზე:
ტყვარჩელში ნადირობისას 20 წლის მამაკაცი დაიღუპა
მასალის გამოყენების პირობები