დემნა გვასალიამ გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მავთულხლართების ფოტოთი დაანონსა
დიზაინერმა დემნა გვასალიამ მისი ბრენდის „Vetements"-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ინსტაგრამის გვერდზე რამდენიმე, მათ შორის, მავთულხლართების
ფოტოთი დაანონსა.
„ნახეთ "Vetements”-ის გაზაფხული-ზაფხული 2019 - უყურეთ შოუს IGTV-ზე“, - წერია ფოტოს წარწერაში.
კომენტარებში დიზაინერს ქართველი მომხმარებლები მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ მავთულხლართები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სიმბოლოა.
დემნა გვასალია Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერია. ის 1981 წელს სოხუმში დაიბადა.
მასალის გამოყენების პირობები