ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი მკურნალობას ქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადის.
საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება დანარჩენ სამს, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
სოფელ ცაიშთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ოთხი დაშავდა. შს სამინისტროში გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამავე თემაზე:ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც
მასალის გამოყენების პირობები