ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცახდებენ, რომ სოფელ რუხში, "ატეკის" ყოფელ შენობის სახურავის სრულად აღდგენა ხვალ დასრულდება.
მათივე ცნობით, შესაბამისი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რაც შეეხება წვიმისგან დაზიანებულ ოთახებს, რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ მათ გარემონტებაზეც იმსჯელებენ.
„მერიის წარმომადგენლები უკვე იყვნენ ადგილზე და მუშაობა წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მიმდინარეობდა. მისი სრული გადახურვა ვერ მოესწრო, რადგან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა სხვა ობიექტებზეც. ნაწილი გადახურული იყო, ხოლო სრულად მისი გადახურვა ხვალ დასრულდება“, - ამბობენ მერიაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ჩასახლებული დევნილები სახურავის სრულად გადახურვას ითხოვდნენ.
ამავე თემაზე:
სოფელ რუხში ჩასახლებული დევნილები: გვაწვიმს, არ ვიცით, სად წავიდეთ
მასალის გამოყენების პირობები