ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. რადიო
"ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს,
რომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები