ზუგდიდში ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა და მისი ოფიციალურად გახსნა 2019 წლის იანვარში იგეგმება. ამის შესხებ რადიო
„ათინათს“კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, ძირითადი სამუშოები დასრულებულია და ახლა დალაგება-გაწმენდა მიმდინარეობს. რაც შეეხება გახსნის ზუსტ თარიღს, ანთიძის თქმით ეს რეკონსტრუქციის სამუშაოებში მონაწილე ყველა კომპანიასთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.
„ძალან ცუდ დღეში იყო სასახლე. თავიდან ბოლომდე, სრულფასოვნად რეაბილიტირდა. მთლიან შეიცვალა ჭერი და დამონტაჟდა ვინტილაცია-გათბობის სისტემა. რაც შეეხება გახსნის თარიღს, მისი შეთანხმება უნდა მოხდეს მუზეუმთან, კულტურის და ძეგლთა სამინისტროსთან და ასევე იმ ორგანიზაციებთან ვინც მონაწილეობდა რეაბილიტაციის პროცესში“, - განაცხადა ანთიძემ.
სასახლის რეკონსტრუქცია 2015 წელს დაიწყო. სამუშაოებში, რომელსაც შპს „ტაო-ტბელი“ ახორციელებდა, 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ის სრულად ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.
ფოტო: გუჯა ხუბუტია
ამავე თემაზე :
ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება
მასალის გამოყენების პირობები