მესტიაში, 22 დეკემბერს ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებები 15 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დაგეგმილია საგამოფენო სივრცის, ყინულის სკულპტურებისა და ფოტო ზონის მოწყობა. ამასთან, გაიმართება საახალწლო გამოფენა-ბაზრობა. მუსიკალური პროგრამა დრამერების შოუთი დაიწყება და სტეფანეს კონცერტით გაგრძელდება. ღონისძიებაზე ასევე დაუკრავს DJ. კონცერტი ფოიერვერკით დასრულდება.
ამავე დღეს, 22 დეკემბერს თეთნულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასა გაიხსნება.
ფოტო: რომან თოლორდავაამავე თემაზე:თეთნულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასა 22 დეკემბერს გაიხსნება
მასალის გამოყენების პირობები