ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაძლოა, ახალი ააიპ ტურიზმის განვითარების მიმართულებით შეიქმნას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ უთხრა.
მისი ინფორმაციით, შესაბამისი პროექტი საკრებულოს წევრებმა უკვე მიიღეს.
„ეს იქნება ახალი ააიპ, რომლის დაფინანსება გათვალისწინებულია სწორედ ზუგდიდის ბიუჯეტიდან და 2019 წელს სხვადასხვა ცვლილების შედეგად“, - თქვა წითლიძემ.
მის საპასუხოდ ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრმა კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, რომ საუბარია ინტერმუნიციპალურ ააიპ-ზე, რომელიც ტურიზმის განვითარებას უკავშირდება.
„მიდის მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ეს არ იქნება მხოლოდ ზუგდიდის, არამედ მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტს. საკრებულო ამ ააიპ-ის დაფუძნებაზე იმსჯელებს და მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კაკავამ.
ზუგდიდის მუნციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში კი მე ამბობენ, რომ ააიპ-ი მერიაში არ ფუძნდება და ეს მუნიციპალიტეტებისთვის საერთო ააიპ-ი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები