საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ0-კმ2 მონაკვეთი 45 დღის განმავლობაში
ჩაიკეტება. დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების წარმოებას უკავშირდება.
„სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე გადაერთვება და ავტოტრანსპორტი მესტიის მიმართულებით და უკან იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 333-ე კმ-დან ჭავჭავაძის ქუჩის გამოყენებით“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, დროის ამ პერიოდში, ავტოტარნსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები