მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში,
ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის ნაწილები 1087 წელს გადაასვენეს.
ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.
მასალის გამოყენების პირობები