სოხუმის ადმინისტრაცია მოქალაქეებს სთხოვს არ დააზიანონ საახალხლწო ნაძვის ხე
სოხუმის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაფიქსირდა ქალაქის ცენტრში დადგმული საახლწლო ნაძვის ხის სათამაშოების დაზიანების და მოპარვის ფაქტები.
ასევე წაიღეს პროჟექტორები.
„მივმართავთ მშობლებს, რომ თვალი ადევნონ ბავშვებს და უფლება არ მისცენ, დააზიანონ ნაძვის ხის მოსართავები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფოტო ზონებს და მოარიდეთ ბავშვები იქ გაყვანილ ელექტრომავთულებს. გადაიღეთ ფოტოები ფიგურების ფონზე, მათთან უშუალო კონტაქტის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სოხუმში საახალწლო ნაძვის მორთვა დეკემბრის პირველ რიცხვებში დაიწყეს. მხატვარმა რუსლან გაბლიამ მაშინ აღნიშნა, რომ დამდეგი ახალი წლის სიმბოლოს შესაბამისად, ნაძვის ხე ყვითელი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი სათამაშოებით მოირთვება. მისივე თქმით, მოედნის გარდა, საახალწლოდ დეკორაციებით მიმდებარე პარკის ტერიტორიასაც გაალამაზებენ. საახალწლო ნაძვის ხეები ქალაქის ყველა მიკრორაიონში დაიდგმება.
მასალის გამოყენების პირობები