გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში მომდევნო დღეების განმავლობაში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსებმა რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ხვალიდან ზუგდიდში პერიოდულად იწვიმებს და
ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. რაც შეეხება მესტიას, აქ თოვლია მოსალოდნელი.
„ხვალიდან დაიკლებს ტემპერატურა და 11-13 გრადუსი იქნება, მესტიაში კი -1-დან 4 გრადუსამდე დაეცემა“, - გვითხრეს სააგენტოში.
სანიპტიკოსების გამოდარებას 23 დეკემბრის შემდეგ ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები