ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროის მონაკვეთების მიხედვით პარკირების საფასური დაადგინა. აბონიმენტის ღირებულება ასე გამოიყურება: 1 კვირა-3 ლარი,
1 თვე - 10 ლარი, 3 თვე - 15 ლარი, 6 თვე - 25 ლარი,1 წელი - 40 ლარი. რაც შეეხება ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასა და კედიას ქუჩას, აქ პარკირების ღირებულება ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი იქნება. ტარიფები ძალაში 2019 წლის თებერვლიდან შევა, შესაბამისი ჯარიმები კი მარტიდან ამოქმედდება.
გადაწყვეტილებას მხარი ფრაქცია ენმ-მ არ დაუჭირა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ "თაუნ პარკს" ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და აუქციონი ხელახლა, სამართლიანი პირობებით გამოცხადდეს.
მასალის გამოყენების პირობები