სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1979 წელს
დაბადებული ზ.ა. და 1993 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 4 მარტს, აბაშაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით "TBC” ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორი დააყაჩაღეს, 250 000 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ უწყებაში.
გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, ს ს კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 236 - ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები