ზუგდიდში დაკარგულ 14 წლის გოგონას სამართალდამცავები უკვე ეძებენ. უწყებაში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ მოზარდის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო
მოქმედებები ორი დღეა მიმდინარეობს.
დაკარგული მოზარდის დედის ინფორმაციით, გოგონა სახლიდან დასთან ერთად მაღაზიაში ოთხი დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
ამავე თემაზე: ზუგდიდში მოზარდს ეძებენ
მასალის გამოყენების პირობები