ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება მან უკვე დაწერა. მერიის პრესსამსახურში რადიო "ათინათს" უთხრეს,
რომ პოსტის დატოვების მიზეზად ჯაიანმა განცხადებაში ოჯახური პირობები მიუთითა. ამავე ცნობით, მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები.
თავად ჯაიანი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები