ზუგდიდის სკეიტ პარკში ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომელთაც შეკრებილებსა და ზუგდიდელებს დამდეგი
ახალი წელი მიულოცეს.
"ვულოცავ განათებული ზუგდიდიდან მთელს საქართველოს. 2019 წელი ყოფილიყოს ხვავის, ბარაქის და წარმატების მომტანი, ბედნიერება დაებედოს მთელ ქვეყანას", - თქვა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ.
ღონისძიებაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა საახალწლო სიმღერა შეასრულეს.
მასალის გამოყენების პირობები